მთავარი » კვირის ინტერვიუ » დავით სერგეენკო საუკეთესო ჯანდაცვის მინისტრია, ვინც კი მყოლია!
ეს მინისტრი ყველაზე საუკეთესო ჯანდაცვის მინისტრია, რაც მე მყოლია. კაცი ერკვევა ყველაფერში, მაგრამ მაგაზეც არის ზეწოლა ზემოდან, რა ქნას?

დავით სერგეენკო საუკეთესო ჯანდაცვის მინისტრია, ვინც კი მყოლია!

როგორ აფასებს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ მფლობელი, პროფესორი ანზორ მელია, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ზუგდიდში, სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიაში და საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა, რას ფიქრობს ის დღეს და რატომ აღარ სურს პოლიტიკაზე საუბარი, ამასთან დაკავშირებით „აიპრესი“ ანზორ მელიას ესაუბრა

ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე, ანზორ მელია: გამოასწოროს “ოცნებამ” ეს და “ოცნებას” გვერდში დავუდგები  

“მედიცინა არასდროს იყო პრიორიტეტული დარგი. ექიმები არასდროს ვყოფილვართ ასეთ დღეში, როგორც ახალ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი საყოველთაო პროგრამა გააკეთეს, ბოლომდე არ არის მიყვანილი და არ ფიქრობენ გაუმჯობესებაზე.

დღეს მილიარდერი უნდა იყო, კლინიკა რომ გახსნა. ამას ხსნიან პარლამენტარები, სხვადასხვა უწყების მინისტრის მოადგილეები და საყოველთაო ჯანდაცვიდან ითვისებენ ფულს.

ოფიციალურად მივწერე ჩვენს მინისტრს დავით სერგეენკოს, რომელსაც ძალიან დიდი პატივს ვცემ. მან ეს კლინიკა შეამოწმა და 10 000 ლარით დააჯარიმა, მაგრამ ისევ გრძელდება იგივე. ამიტომ გული გამიტეხეს.

-რომელ კლინიკაზე საუბრობთ? 

შპს „პირველი კლინიკა“. წარმოგიდგენიათ, სასწრაფო დახმარების მთავარ ექიმად დანიშნული ჰყავდათ მცხეთის პოლიციის უფროსი ბუთხუზი. თავის დროზე ეს კლინიკა სარდაფში, სადაც კომუნისტების დროს მიმღები განყოფილება იყო… თვეში 285 000 ლარად იქირავეს და სასწრაფოს დღეში 70 – 80 ავადმყოფი მოჰყავს, ჩვენთან კი ინფარქტიანები არ მოჰყავთ. იქ 1000 კვადრატულში აქვთ „ემერჯენსი“, რეანიმაცია, ნეიროქირურგია, ტრავმატოლოგია და კარდიოლოგია…

მინისტრმა დააჯარიმა, მაგრამ იმის მაგივრად მოეთხოვათ პასუხი ბუთხუზისთვის, მიადგნენ და თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ამის შემდეგ, როგორ უნდა დავუჭირო ვინმეს მხარი?!

-თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეზე, გიორგი ბუთხუზზე საუბროთ? 

დიახ! მან შექმნა მანკიერი წრე. ადრე ტერიტორიული პრინციპით და რიგითობით მოჰყავდათ ავადმყოფები. მაგალითად, მე ვიყავი მორიგე, სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით. სხვა კლინიკები სხვა დღეებში იყვნენ და არავის პრეტენზია არ ქონდა. ახლა ეს რიგითობა და ტერიტორიის გრაფიკი დაირღვა. ბუთხუზმა თვითონ შექმნა ეს მანკიერი წრე.

ბუთხუზს პირდაპირ ვადანაშაულებ იმაში, რომ შექმნა კორუფციული მექანიზმი, რაც სპობს ქართულ მედიცინას. ამაზე მთავრობამ არ მიიღო ზომები.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ნაცები“ იქნებიან, „ქოცები“ იქნებიან, „ტრადიციონალისტები“ თუ ვინ იქნება, მთავარია ქართული საქმე აკეთონ და მედიცინა არ გახადონ ბიზნესის დარგად

-„აიპრესი“ ალბათ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს კითხვას დაუსვამს… 

იცით რა არის, ეს მინისტრი ყველაზე საუკეთესო ჯანდაცვის მინისტრია, რაც მე მყოლია. კაცი ერკვევა ყველაფერში, მაგრამ მაგაზეც არის ზეწოლა ზემოდან, რა ქნას?

-ვის გულისხმობთ „ზემოდან“ ? 

დიმიტრი ხუნდაძეს ბატონო.

-თქვენ დარწმუნებული ხართ დიმიტრი ხუნდაძეს შეუძლია დავით სერგეენკოზე ზეწოლა განახორციელოს?

დავით სერგეენკოზე არ შეუძლია, მაგრამ ბუთხუზი მაგის დანიშნულია და მერე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანა. კარგით რა… სწორედ აქედან გამომდინარე იყო, თორემ რატომ უნდა ვიყო „ოცნების“ წინააღმდეგი. ჩემი შვილი რომ პოლიტიკაშია ეს არ ნიშნავს, რომ მე ბედნიერი ვარ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …