მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » დავით სერგეენკო: სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა უკანონოა
სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა დადგენილ ნორმებს და კანონებს ეწინააღმდეგება და ის არის არალეგალური მოქმედებაა - დავით სერგეენკო.

დავით სერგეენკო: სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა უკანონოა

მკაფიოდ უნდა განისაზღვროს რა არის ელექტრონული რეცეპტი და რა არის სატელეფონო კონსულტაცია – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკო მიიჩნევს, რომ სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა დადგენილ ნორმებს და კანონებს ეწინააღმდეგება და ის არის არალეგალური მოქმედებაა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს.

”რაც შეეხება ონლაინ, ანუ ელექტრონულ რეცეპტს, ეს მიღებული ფორმაა. უკვე 2 წელია, რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე მუშაობს და უახლოეს პერიოდში დაიწყება უფრო ფართო შესალებლობები, როცა პაციენტს არ ექნება იმის საჭიროება,  რომ ქაღალდის  ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეს. ექიმი, როდესაც გამოუწერს რეცეპტს, ექიმს შეეძლება, რომ ატვირთოს ეს ინფორმაცია და პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს. აფთიაქს ექნება იმის საშუალება, რომ დადასტურებულად, კანონით დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტების საფუძველზე გასცეს მედიკამენტი”, – განმარტა დავით სერგეენკომ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …