მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ატლანტაში დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. დავით სერგეენკომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებულ პროგრესზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიც (CDC) მოინახულა. ასევე, ცენტრის ხელმძღვანელობასთან ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით დაგეგმილი და უკვე განხორციელებული აქტივობები იყო. შეხვედრაზე სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

სამინისტროს განცხადებით, 21-22 ივნისს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ქალაქ ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანთან ტომას პრაისთან და ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ რიჩარდ ლუგართან. შეხვედრებზე განიხილება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აშშ–საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის საკითხები.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …