შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ატლანტაში მინისტრი სიტყვით გამოვიდა დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე შეხვედრაზე. დავით სერგეენკომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებულ პროგრესზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიც (CDC) მოინახულა. ასევე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ცენტრის დირექტორთან – ანა შუჩატთან და ცენტრის ხელმძღვანელობასთან. საუბრის მთავარი თემა საქართველოში C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით დაგეგმილი და უკვე განხორციელებული აქტივობები იყო. შეხვედრაზე სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განხილეს.
21-22 ივნისს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ქ. ვაშინგტონში – ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანთან ტომას პრაისთან და ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ რიჩარდ ლუგართან.
შეხვედრებზე განიხილება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აშშ–საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის საკითხები.