მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკო სამეგრელოს ექიმებს შეხვდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მისი მოადგილე ვალერი კვარაცხელია სამეგრელოს რეგიონის ექიმებს შეხვდნენ.

დავით სერგეენკო სამეგრელოს ექიმებს შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მისი მოადგილე ვალერი კვარაცხელია სამეგრელოს რეგიონის ექიმებს შეხვდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.

“განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია პირველადი ჯანდაცვის რეფორმამ, რომელსაც სამინისტრო ოქტომბრიდან იწყებს. საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც, რომელშიც სამეგრელოს რეგიონი უკვე ჩართულია”, – ნათქვამია პრესრელიზში.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსიაც. დავით სერგეენკომ ექიმებისგან მიიღო ინფორმაცია სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …