მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკო ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მედპერსონალის მოთხოვნებს პასუხობს
ჯანდაცვის მინისტრი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მედპერსონალის მოთხოვნებს პასუხობს, რომლებმაც დღეს, ყაზბეგის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს.

დავით სერგეენკო ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მედპერსონალის მოთხოვნებს პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მედპერსონალის მოთხოვნებს პასუხობს, რომლებმაც დღეს, ყაზბეგის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს.

სერგეეკოს თქმით, შიდსის ცენტრისთვის შენობა და ბიუჯეტი იყო გამოყოფილი. ასევე, არსებობდა შესაბამისი პროექტიც.

“შენობა იყო სანზონაში. ეს სამი წლის წინანდელი სტატუსია. სამწუხაროდ, რეკონსტრუქციის დასრულება არ მოხდა, იმიტომ, რომ აღნიშნულ შენობაში რამდენიმე ათეული სოციალურად დაუცველი შეიჭრა. ჩვენ ცენტრს დღესაც ვთავაზობდით, რომ იჯარით გადავცემდით თანხას, რათა ახალი შენობის აშენებამდე, სხვა შენობა მოეძებნათ. სამწუხაროდ, ამაზეც უარი თქვეს, რადგან შესაბამისი შენობა ვერ იპოვეს“, – აღნიშნა დადვით სერგეენკომ.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მედპერსონალმა ყაზბეგის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართა, სადაც “აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა” ოფიციალურად გაიხსნა.

etanews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …