მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » დავით სერგეენკო: ძირითადი მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდება
ხელმისაწვდომი

დავით სერგეენკო: ძირითადი მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდება

დავით სერგეენკოს განცხადებით, საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, პირველი რამდენიმე თვის გეგმა გაწერილია. მისივე თქმით, აღნიშნული გეგმის ფარგლებში მოხდება რამდენიმე დიდი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია და ასევე, წამლებზე ფასების შემცირება, მედიკამენტები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადება.

„პირველი შედეგების მიხედვით, ძირითადი მედიკამენტები ბევრად მიწვდომადი გახდება მოსახლეობისთვის. ეს იქნება, უახლოესი თვეების, მე ვფიქრობ, ორი-სამი თვის განმვალობაში. ასევე დაიწყება სამი კლინიკის რეკონსტრუქცია. ესენია: რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოცენტრი და ხილიანის ბავშვთა ინფექციური“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრი დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს წევრებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს ჯგუფთან ხელი გრძელვადიან ხელშკრულებას გუშინ მოაწერა.

ინფო9

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …