მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკო დღეს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება
დავით სერგეენკო დღეს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, CERN-ის სამეცნიერო დირექტორს, სერჯიო ბერტოლუჩის, CERN-ის წარმომადგენლებს შეხვდება.

დავით სერგეენკო დღეს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, CERN-ის სამეცნიერო დირექტორს, სერჯიო ბერტოლუჩის, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველს, ქრისტოფ შეფერს, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტ ფერნანდო ფერონის, ფიზიკოს გია დვალსა და საერთაშორისო ექსპერიმენტატორ თემურ ლომთაძეს შეხვდება. 

როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა ოქმი გაფორმდა.

სამინისტროს ცნობით, CERN, CNAO და INFN ქართულ მხარეს ექპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და ფუნქციონირების საქმეში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებს და ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის საპროექტო დოკუმენტაციას გადასცემს. ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კი სათანადო გამოცდილების მქონე ექსპერტებს გამოყოფს. ,

მხარეები სტუდენტების და მკვლევარების მომზადების, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავების კუთხითაც ითანამშრომლებენ.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ადრონული თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივა ფონდ “ქართუს” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტის ჯამური ღირებულება საორიენტაციოდ 500 მლნ ევროს შეადგენს.

interpressnews.ge

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …