C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბენეფიციარებს მართვის ცენტრში დღეს ჯანდაცვის მინისტრი ემსახურებოდათ.
კამპანიის „განიკურნე“ ფარგლებში ქვეყნის პირველი ექიმი, პაციენტებს შეხვდა და პირადად გაესაუბრა მათ.
„მათ ვისაც ეს დაავადება და ასეთი დაახლოებით 100 000 ადამიანია, რომლემაც ჯერ კიდევ უნდა ჩაერთონ პროგრამაში, მათმა 90%-მა არ იცის, რომ აქვთ ეს დაავადება, რადგან მათი დაავადების სტადია საბედნიეროდ ადრეულია. ამიტოპმ ყველას ვთხოვ გამოიყენონ ეს შესაზლებლობა და ჩაიტარონ მარტივი სკრინინგული ანალიზი“. – განაცხადა დავით სერგეენკომ
#განიკურნე – ეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა. #შემოგვიერთდი – ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი.
კამპანიის მიზანია, ერთად გამოვავლინოთ C ჰეპატიტი ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, დაავადების დროულად გამოსავლენად, აუცილებელია სკრინინგი. ამ გზით პაციენტი არა მარტო საკუთარ თავს, არამედ თავის ახლობლებსაც იცავს.
საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირად ღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 41 000-მდე ბენეფიციარი. მათგან მკურნალობაში უკვე ჩაერთო 40 000-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობის კურსი კი 30 000-ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98%-ს შეადგენს. #განიკურნე #ჯანდაცვა2017 #STOPC