საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერი ნორმის ფარგლებშია.
აქედან გამომდინარე, სერგეენკოს განმარტებით, ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის რეკომენდაცია მოხსნილია.
“რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, საბედნიეროდ შემცირდა დაკვამლიანება. დღის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების სინჯები აიღო, რომლებიც საბედნიეროდ ნორმის ფარგლებშია. ეს არის მნიშვნელოვნად შემცირება რისკების, თუმცა ერთეული კერები რჩება. ამიტომ, ჩვენი გუშინწინდელი რეკომენდაცია ბავშვებისა და ქრონიკულად დაავადებული მოზრდილებისთვის მოხსნილია, თუმცა რჩება იმ პუნქტებში სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა”,- განაცხადა სერგეენკომ.