მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » დავით სერგეენკო აშშ-ში Cჰეპატიტის პროგრამის საკითხებზე მედიკამენტის მწარმოებლებს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინიაციის პროგრამასთან დაკავშირებული თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს.

დავით სერგეენკო აშშ-ში Cჰეპატიტის პროგრამის საკითხებზე მედიკამენტის მწარმოებლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, შეერთებულ შტატებში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინიაციის პროგრამასთან დაკავშირებული თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრა კომპანია გილეადის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უკვე გადაწყვეტილია პროგრამაში უფრო მეტი პაციენტის ჩართვა. გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამერიკულ მხარესთან ერთად იწყებს სპეციალური ღონისძიებების გატარებას, რომელიც პაციენტთა მკურნალობის შემდეგ, დაავადების პრევენციასთან და ახალი შემთხვევების თავიდან აცილებასთან იქნება დაკავშირებული.

ვაშინგტონში ყოფნის დროს დავით სერგეენკოს შეხვედრა ჰქონდა ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთანაც. დეპარტამენტის დელეგაცია თბილისში სავარაუდოდ ზაფხულში ჩამოვა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …