მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » დავით სერგეენკო აშშ-ში C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებლებს შეხვდა
დავით სერგეენკო კომპანია გილეადის ხელმძღვანელებს შეხვდა და C ჰეპატიტის ელიმინიაციის პროგრამასთან დაკავშირებული თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრა.

დავით სერგეენკო აშშ-ში C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებლებს შეხვდა

გრძელდება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. დავით სერგეენკო კომპანია გილეადის ხელმძღვანელებს შეხვდა და C ჰეპატიტის ელიმინიაციის პროგრამასთან დაკავშირებული თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრა.

შეხვედრას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება, რომ პროგამაში უფრო მეტი პაციენტი ჩაერთვება. გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსის პრევენციის მიზნით, ამერიკულ მხარესთან ერთად სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს. ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის საპასუხო ვიზიტი საქართველოში ზაფხულში იგეგმება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …