მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
დავით სერგეენკომ აჭარის სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

დავით სერგეენკომ აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. მან 50-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისგან სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები მოისმინა.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დავით სერგეენკომ აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …