მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » დავით საგანელიძე: მედიკამენტებზე ფასები 30%-ით შემცირდა
დავით საგანელიძე: მედიკამენტებზე ფასები 30%-ით შემცირდა

დავით საგანელიძე: მედიკამენტებზე ფასები 30%-ით შემცირდა

გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“ საპარტნიორო ფოდნის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ, ფარმაცევტულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე ფასების კლება ეს რეალობაა და კომპანიის მიმართ არსებულ კითხვებზეც პასუხი გაცემულია.

„ალბათ, „ჰუმანითი ჯორჯიასთან“ დაკავშირებით კითხვები ყოველთვის ექნებათ იმ ურწმუნო ადამიანებს და ოპოზიციას, რომელსაც ნამდვილად შეიძლება არ მოსწონს ის შედეგი და ის ფაქტი, რაც რეალობაა. ყველა აღიარებს და ამას ვერსად გაურბიან, რომ 10-15 წლის განმავლობაში გამეფებული ის სიძვირე ფარმაცევტულ ბაზარზე, რაც არსებობდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში სწორედ ამ კომპანიის შემოსვლით და ჩვენი მონაწილეობით 30%-ით შემცირდა.

ეს ხომ რეალობაა? რამდენიც არ უნდა ვთქვათ, რომ კითხვები ჩნდება, არის კითხვები, თუ ვინ არის ეს კომპანია, ვინ შემოდის, არის კითხვები ხარისხთან დაკავშირებით, ყველა ეს კითხვა არის პასუხგაცემული. ფაქტი ვიცით, რომ გაიაფებულია წამლები. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …