მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » დავით მაჭარაშვილი – კანონში ცვლილება ნიშნავს ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას
ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება მაქსიმალურად გულისხმობს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას - დავით მაჭარაშვილი jandacva.ge-ის პრესკლუბში.

დავით მაჭარაშვილი – კანონში ცვლილება ნიშნავს ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას

ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება მაქსიმალურად გულისხმობს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას – ამ განცხადებას ჯანდაცვის სამინიტროს ფარმაცეტვული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი jandacva.ge-ის პრესკლუბში აკეთებს.

მისი თქმით, ფარმაციით დაინტერესებულ მეწარმეებს მიეცემათ შესაბამისი დრო, რომ შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სანებართვო პირობები მსოფლიოში აპრობირებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან.

Jandacva.ge-ის პრესკლუბი ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ერთობლივი პროექტია, რომლის ერთერთი ძირითადი მიმართულება მედიისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზებაა. პრესკლუბის მიზანია, უზრუნველყოს მედიის მაქსიმალური ჩართულობა ჯანდაცვის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. დავით მაჭარაშვილის სტუმრობით დღეს პრესკლუბი ოფიციალურად გაიხსნა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …