მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით ლოლაძე: „ქვეყანაში უნდა არსებობდეს ექთნების ლიცენზირება“

დავით ლოლაძე: „ქვეყანაში უნდა არსებობდეს ექთნების ლიცენზირება“

ქვეყანაში უნდა არსებობდეს ექთნების ლიცენზირებისა და რანგირების სისტემა, რაზეც მიბმული იქნება მათი ანაზღაურება.

ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კლინიკა „პინეოს“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ განაცხადა.

„უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ექიმების, არამედ ექთნების ლიცენზირების საკითხი. მაგალითად, მე მაქვს ზოგადი ქირურგის და ონკოქირურგის ლიცენზია, ასევე უნდა ჰქონდეთ გარკვეული კატეგორიის და ტიპის ლიცენზია ექთნებს. მე და თქვენ თუ ამ სფეროს წარმოვადგენთ და თქვენ უფრო მაღალი რანგის ექთანი ბრძანდებით, ვიდრე მე, არ არის გასაკვირი, რომ თქვენ ჩემზე მეტი გაქვთ ხელფასი, მე კი – მოტივაცია, რომ მოვიდე თქვენამდე, როგორც პროფესიონალი და მივიდე თქვენს ანაზღაურებამდე. უნდა ვიმეცადინოთ, ვიშრომოთ და დავიმსახუროთ,“ – განაცხადა ლოლაძემ.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …