მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკული სპექტრის გაფართოვება მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
ჯენერიკული სპექტრის გაფართოვება მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ანალიტიკურმა ცენტრმა (რეიტინგი კავკასია) გამოკითხვა ჩაატარა.

ჯენერიკული სპექტრის გაფართოვება მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

ჯენერიკული სპექტრის გაფართოვება მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. იცი თუ არა მომხარებელმა ჯენერიკ მედიკამნეტების შესახებ?

ანალიტიკური ცენტრი “რეიტინგი კავკასია” დაინტერესდა საზოგადოების ინფორმირებულობის დონით და მომხმარებელთა სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის ძირითადი მიზანი სწორედ ეს იყო და რამდენად იყენებდნენ ჯენერიკ პრეპარატებს. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 83%-ს საერთოდ არ სმენიათ ტერმინი “ჯენერიკის” შესახებ.

ხოლო ინფორმირებული მომხმარებლებიდან მსგავსი ტიპის მედიკამენტებს 28% იძენს. კვლევიდან ნათელია, რომ მომხმარებლების დიდი უმრავლესობა ერთიმეორესგან ვერ არჩევს ბრენდულ და ჯენერიკ მედიკამენტებს. მაშინ როცა, ქართული ბაზრის ფარამცევტულ სექტორში გაყიდვების 2/3-ზე მეტი სწორედ ჯენერიკ მედიკამენტებზე მოდის.

შეგახსენებთ, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გამართობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროს 3-წლიანი საქმიანობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაშიც ისაუბრა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი, პრობლემიდან გამოსავალს სწორედ, ჯენერიკ მედიკამენტების ფარმაცევტულ ბაზარზე შემოტანასა და მათი სეგმენტის გაფართოებაში ხედავს და მიაჩნია, რომ ჯენერიკების ღირებულება ბრენდულ წამლებთან შედარებით, გაცილებით დაბალი იქნება.

„ჯენერიკული მედიკამენტების პრაქტიკა სწორედ იმიტომ არის შექმნილი სამყაროში, რომ ფარმაცევტულ ნაწილში სამედიცინო დანახარჯები შემცირდეს. ჯენერიკული სპექტრის გაფართოვება ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ბევრი დასახელების მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

ძალიან ბევრ ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის ოცდაათიდან ორმოც პროცენტამდე უჭირავს ადგილობრივ წარმოებას. განვითარებულ ქვეყნებში ეს არა მხოლოდ, ჯენერიული პრეპარატები გახლავთ, არამედ ბრენდული და ორიგინალური მედიკამენტებიც.

მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს კარგად წარმოდგენილი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ეს ძალიან კარგია,“ – აღნიშნავს „ჯიპისის“ დამფუძნებელი დავით კილაძე.

კილაძე დადებითად აფასებს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას და განმარტავს: „ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ეს მისასალმებელია.

გვაქვს შეხვედრები, ვმსჯელობთ ამ თემაზე. ხარისხის კონტროლის ლაბორატორია ფუნქციონირება დღეს აუცილებელია, და სამინსიტროს გათვლებით, ეს უახლოეს ხანში იგეგმება. თუმცა ერთ ძალიან მარტივ მომენტს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხარიხსის კონტროლი შესაძლებელია გაკეთდეს არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

მსოფლიოში ფუნქციონირებს ანალოგიური ლაბორატორიები, რომელთაც შეგვიძლია მივმართოთ ხარისხის კონტროლისთვის. თუმცა ქვეყანაში რომ არსებობდეს მაღალი დონის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, ცალსახად მივესალმები ამას.“

კილაძე ხარისხის კონტროლის დანერგვის მნშვნელობასა და დღეს არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს:

„ხარისხის კონტროლი, მედიკამენტების შემთხვევაში, არის აუცილებელი პირობა. შეიძლება ეს პროცედურულად მეტ დროს იკავებდეს და იაფიც არ იყოს, მაგრამ ეს აუცილებელი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, უალტერნატივო პროცესთან გვაქვს საქმე, როდესაც მედიკამენტის ხარისხი უნდა გაკონტროლდეს.

ერთს გავუსვამ ხაზს, რომ მედიკამენტის ხარისხის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს მის ბაზარზე შემოსვლამდე, აფთიაქებში გასვლამდე. სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, რომ დღეს ქართული ბაზარი სრულიად დაცულია უხარისხო მედიკამენტებისაგან.

ძალიან მწირი და ცოტაა ის რაოდენობა, რასაც ფალსიფიცირება ჰქვია. იმიტომ, რომ ქართული ბაზარი მომხიბლავი არ არის. ფალსიფიკატორებსაც უნდა უღირდეთ გარკვეული რაოდენობის დამზადება.

მეორე, ძალიან დიდი დამსახურებაა ფარმაცევტული კომპანიების და მათ შორის ჩვენი კომპანიის. იმიტომ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ უშუალოდ მომწოდებლებთან ვმუშაობთ, უშუალოდ მწარმოებლებთან გვაქვს კომუნიკაცია და ცხადია, ამ შემთხვევაში ჩვენ დაცული ვართ უხარისხო მედიკამენტებისაგან.

ცოტა რისკის მომენტი გააჩინა დერეგულაციამ, რომელიც წამოდენიმე წლის წინ იყო მიღებული და პარალელური იმპორტის დაშვება გახდა შესაძლებელი. ეს რისკის შემცველია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხარისხის კონტროლი სათანადო დონეზე არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისევ ფარმაცევტული კომპანიების დამსახურებით, ჩვენ არასოდეს გვიძებნია კომუნიკაცია საეჭვო მომწოდებლებთან.

ჯენერიკული მედიკამენტების დანერგვა ბაზარზე არის მთელი პროცესი, ეს არ არის მხოლოდ ჯენერიული მედიკამენტების წარმოება, ან იმპორტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მუშაობდეს სტანდარტები, ანუ ე.წ. გაიდლაინები, მკურნალობისადმი იყოს სტანდარტული მიდგომა.

მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მკურნალობის სტანდარტებში მედიკამენტის გამოწერა მისი ბრენდული დასახელებით არ ხდება, არამედ მისი ჯენერიული დასახელებით. ეს სტანდარტი უნდა დაინერგოს ქვეყანაში.

პირველ რიგში რეცეპტში უნდა ხვდებოდეს ჯენერიული დასახელებით მედიკამენტი და იმის მიხედვით, თუ დაზღვევის რა პაკეტი გააჩნია კონკრეტულ პიროვნებას, უნდა ხდებოდეს თუნდაც ბრენდული მედიკამენტის მიწოდება უკვე აფთიაქში. ეს უნდა იყოს ძალიან გამართული პროცესი.

თუ ეს ყველაფერი მთლიანობაში მუშაობს, ჯენერიული ბაზარი ძალიან დიდია და ბაზრის ნახევარს იკავებს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენმა კომპანიამ როდესაც დაიწყო ჯენერიული პროექტის დანერგვა, მივმართეთ ისეთ ბაზრებს, სადაც მკაცრია ხარისხის კონტროლი.ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთ ევროპის ბაზარი. სწორედ აქედან ვახორციელებთ მედიკამენტების იმპორტს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაკეთებთ სერიოზულ კონტროლს ჰოლანდიურ ლაბორატორიაში და შემდეგ რანდომიზირებულად ხან უკრაინაში ვახორციელებთ კონტროლს, ხან სომხეთში.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. მიდევნების სისტემა. ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან გვაქვს მონიტორინგისა და მიდევნების სისტემა, ხელშეკრულებაში გაწერილი პუნქტი, სადაც ჩვენ ვალდებული ვართ ვაცნობოთ თითოეული ტაბლეტის მოძრაობა ჩვენს სააფთიაქო ქსელში, ანუ რა რაოდენობით, როდის და რომელ აფთიაქში გავიდა.

 და არსებობს ასევე დაკვირვება, რომელსაც ახორციელებს როგორც ექიმი, ასევე ფარმაცევტი პოსტ-მოხმარების შემდგომ არსებულ მთელ დოკუმენტაციაზე. ეს სისტემები გამართულად თუ მუშაობს, მაშინ ხარისხის მიმართ კითხვის ნიშნები აღარ ჩნდება. „

droni.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …