მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » დავით ებრალიძე: ფარმაცევტული საწარმოს გახსნა მედიკამენტების ფასზე აუცილებლად აისახება
ფარმაცევტული საწარმო „ინნოვასის“ გენერალური დირექტორის დავით ებრალიძის განცხადებით, ახალი საწარმოს გახსნა მედიკამენტების ფასზე აუცილებლად აისახება.

დავით ებრალიძე: ფარმაცევტული საწარმოს გახსნა მედიკამენტების ფასზე აუცილებლად აისახება

ფარმაცევტული საწარმო „ინნოვასის“ გენერალური დირექტორის დავით ებრალიძის განცხადებით, ახალი საწარმოს გახსნა მედიკამენტების ფასზე აუცილებლად აისახება. ამის შესახებ მან დღეს ლილოს დასახლებაში ფარმაცევტული საწარმოს გახსნის ცერემონისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფარმაცევტული საწარმო რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებს დაამზადებს.

მისი თქმით, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების წილი მედიკამენტების წარმოებაში ჯენერიკული მედიკამენტების ფასწარმოქმნაში საკმაოდ მაღალია.

„აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების წილი მედიკამენტების წარმოებაში საკმაოდ მაღალია ჯენერიკული მედიკამენტების ფასწარმოქმნაში. შესაბამისად, ეს აუცილებლად აისახება მედიკამენტების ფასზე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნედლეულის მოპოვებისას სეზონურად საწარმოში 1000-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული“, – განაცხადა დავით ებრალიძემ.

მისივე თქმით, საწარმოს რეგიონის ქვეყნებიდან რამდენიმე შეკვეთა უკვე აქვს. ასევე, ხელმოწერილია მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რის თანახმადაც სტუდენტები საწარმოში პრაქტიკას გაივლიან.

„ხელმოწერილია მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საწარმოში  უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან. დაეთმობათ ჩვენი სივრცე სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობისთვის. უნიკალური გამწმენდი სისტემა, რომელიც ქართველი და ლიტველი სპეციალისტების მიერაა შემუშავებული, მთლიანად ბიოლოგიურია და საწარმოს პილოტური პროექტია“, – აღნიშნა „ინნოვასის“ გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, მაღალი ტექნოლოგიები და კვალიფიციური პერსონალი საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხს უზრუნველყოფს.

მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო „ინნოვასი“ დღეს ლილოს დასახლებაში გაიხსნა. საწარმო „თიბისი ბანკმა“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2 მლნ აშშ დოლარის რესურსით დააფინანსა.

კომპანია „ინნოვასი“ რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებს და სამკურნალო მცენარეებისგან ნატურალ ექსტრაქტებს დაამზადებს. წარმოებაში 40-მდე სახეობის მცენარის გადამუშავებით 60-მდე სახის აქტიური სუბსტანცია მიიღება, რომელიც ფარმაციაში, პარფიუმერიაში და ჰიგიენური საშუალებების წარმოებაში გამოიყენება. წარმოებული პროდუქციის 90% საექსპორტოა.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …