მთავარი » სოციალური » შრომა » დასაქმების კვირეული თელავში გაიმართა
თბილისის შემდეგ, დასაქმების კვირეული კახეთში, ქალაქ თელავში გაიმართა.სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე შეარჩიეს სასურველ კადრები და გაესაუბრნენ

დასაქმების კვირეული თელავში გაიმართა

თბილისის შემდეგ, დასაქმების კვირეული კახეთში, ქალაქ თელავში გაიმართა. როგორც “კვირას“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მონაწილე კომპანიებსა და სამუშაოს მაძიებლებს თელავის სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა.

სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე შეარჩიეს მათთვის სასურველ კადრები და მათ გაესაუბრნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, დამსაქმებლებმა 80 პოზიციაზე, 100-მდე ვაკანსია წარმოადგინეს, დასაქმების კვირეულში კახეთის მასშტაბით 22 კომპანია მონაწილეობს.

კვირეულზე ვაკანსიები საბანკო, საფინანსო, სარესტორნო, სავაჭრო, ტურიზმის და სხვა სექტორებიდან იყო წარმოდგენილი.

kvira.ge

ჯანდაცვის სამინისტრო

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …