ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემაზე მუშაობას აგრძელებს. უწყება დასაქმების მსურველებს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში – worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებას და სასურველი სამსახურის პოვნის შესაძლებლობას სთავაზობს.
დღეს საიტზე უკვე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის დასაქმების კვირეული გაიხსნა, სადაც მათ სხვდასხვა კომპანიებთან გასაუბრება გაიარეს.