მთავარი » სოციალური » შრომა » დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას გააცნობენ
დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი საზოგადოებას Worknet.gov.ge-ის ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციას გააცნობს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას გააცნობენ

დღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრში კონფერენცია თემაზე “საქართველოს შრომის ბაზარი – მიზნები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები”გაიმართება. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის. ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მიმდინარე პროგრამების ერთიან ჭრილში წარმოდგენა.

კონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია გახსნის.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი 2015 წლის ანგარიშს და შრომის ბაზრის კვლევის ანალიზს წარმოადგენს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი კი საზოგადოებას Worknet.gov.ge-ის პროექტის ფარგლებში მომზადებულ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციას გააცნობს.

კონფერენციის მონაწილეები კომპლექსურად გაეცნობიან ყველა იმ პროგრამას და ინიციატივას, რასაც სხვადასხვა უწყება შრომისა და დასაქმების მიმართულებით ახორციელებს:

  • შრომის ბაზრის კვლევა,
  • შრომის უსაფრთხოება და პირობები,
  • შრომითი მიგრაცია,
  • პროფესიული მომზადება-გადამზადება,
  • დასაქმების ხელშეწყობა,
  • შშმ პირთა განათლება და მათი დასაქმების ხელშეწყობა,
  • პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა დასაქმება – სოციალური რეაბილიტაცია,
  • მცირე და საშუალო ბიზნესი და დასაქმება.

როგორც “პირWელს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამჟამად საქართველოს შრომის ბაზარი შემდეგი გამოწვევების წინაშე დგას:

  • დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები შრომითი რესურსის არასრული გამოყენება,
  • ხანგრძლივ უმუშევართა მაღალი წილი;
  • უმუშევრებში უმაღლესი განათლების მქონე პირების მაღალი წილი;
  • დაბალანაზღაურებადი და დაბალკვალიფიციური სამსახურების სიჭარბე,
  • შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი.
  • ქვეყანაში არსებული შრომითი რესურსების ცოდნისა და უნარების შეუსაბამობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც გამოწვეულია თავად ამ მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის სიმწირით (შრომის ბაზრის სისტემატური კვლევების არ არსებობა).
  • შრომის ბაზრის ნაკლები ელასტიურობა. რაც გამოწვეულია იმით, რომ არ არსებობს დეტალური და სანდო ინფორმაცია ეკონომიკასა და დასაქმების სფეროში მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. მოქმედების შეზღუდული არეალი.
  • დაქირავებით მომუშავეთა 40%-ზე მეტი სახელმწიფო (ძირითადად საჯარო) სექტორშია დასაქმებული;
  • არაფორმალური დასაქმების მაღალი წილი. შრომის ბაზარზე ქცევის წესების არცოდნა – სამუშაოს მოძიებისა და თვითპრეზენტაციის უნარ-ჩვევების განუვითარებლობა;
  • მოწყვლადი ჯგუფებისადმი (შშმ პირები, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები, ხანგრძლივი უმუშევრები, ქალები და სხვ.) შრომის ბაზრის სუბიექტების მხრიდან სტიგმატური დამოკიდებულება სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულება,
  • სამუშაო ასაკის პირთა დაბალი აქტიურობა.

დასაქმების პროგრამების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების, ასევე იუსტიციის სამინისტროს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ისაუბრებენ და ყველა დასმულ კითხვას უპასუხებენ.

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …