მთავარი » სოციალური » შრომა » დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა.

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტენდენციის დამკვიდრების ხელშეწყობა მოხდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე არსებულ სამუშაო ადგილებს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ბაზაში რეგისტრირებულ პირებს შესთავაზებს. ბენეფიციარებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიო დასაქმების პლატფორმაზე დაფიქსირებული დისტანციური სამუშაოს მოძიებასა და შესრულებაში, ასევე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მათთვის საჭირო პროფესიული უნარების შეძენასა და გადამზადებაში დაეხმარება.

გადამზადება ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებულ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს მოიცავს. პროექტის ბენეფიციარები დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციების მოძიებას და ყოველდღიურად განახლებად 10 მილიონზე მეტი ვაკანსიის მქონე დასაქმების პლატფორმასთან მუშაობას შეისწავლიან. აღნიშნული თანამშრომლობა ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …