მთავარი » სოციალური » შრომა » დასაქმების ფორუმი სამუშაოს მაძიებლებისათვის
სამუშაოს მაძიებლები ჩართული იყვნენ მომზადება-გადამზადების, სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამებში.წელს ამ პროგრამებით 2000 ადამიანი მომზადდა.

დასაქმების ფორუმი სამუშაოს მაძიებლებისათვის

დღეს, ექსპო-ჯორჯიას მესამე პავილიონში რიგით მეათე დასაქმების ფორუმი იმართება, რომელიც დღის 4 საათამდე გაგრძელდება.

ფორუმზე წარმოდგენილია 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელი, რომლებიც რეალურ და აქტიურ ვაკანსიებს წარმოადგენენ.

კომპანიები სხვადასახვა სფეროდან არიან და ვაკანსიებიც განსხვავებულია – მომსახურების და საბანკო სფერო, ფარმაცევტული კომპანიები, სამედიცინო და სადაზღვევო კომპანიები, ავეჯის მწარმოებელი ფორმები,სოციალური საწარმოები, ქოლ-ცენტრები და უამრავი სხვა პროფილის ორგანიზაცია.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 1200-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა. მათ შორის, არიან ის პირების, ვინც სახელმწიფოს დახმარებით სხვადასხვა პროფესიაში გადამზადდა, ან ახალი პროფესია აითვისა. ამისთვის, სამუშაოს მაძიებლები ჩართული იყვნენ მომზადება-გადამზადების, სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამებში.

წელს ამ პროგრამებით 2000 ადამიანი მომზადდა,მათ შორის 22 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ფორუმში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ყველა სამუშაოს მაძიებელს.

ამისთვის, საჭირო იყო სოციალური მომსახურების საგენტოს ვებ-გვერდის www.ssa.gov.ge-ს მეშვეობით სპეციალურ პროგრამაში დარეგისტრირება. თუმცა, თუ მსურველმა ვერ მოახერხა დარეგისტრირება, ადგილზევე არის შესაძლებელი რეგისტრაცია და გასაუბრების გავლა სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, პირადად გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს და გააცნონ საკუთრი გამოცდილება და უნარ-ჩვევები. შესაძლოა მათ შორის საქმიანი შეთანხმება ფორუმზევე შედგეს, ან სამუშაოს მაძიებელი გამოსაცდელი ვადით აიყვანოს კომპანიამ.

ფორუმი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა – ზაზა სოფრომაძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს მიმართა და დასაქმების სფეროში მიმდინარე პროცესებზე, სიახლეებსა და გეგმებზე შემაჯამებელი ინფორმაცია მიაწოდა დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი ბეზარაშვილმა. მომზადება- გადამზადებისა, სტაჟირების პროგრამების და პროფესიული განათლების შესახებ ისაუბრა განათლების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.

აქვე, შედგა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ შექმნილი საინფორმაციო კლიპის პრეზენტაციაც. სოციალური მომსახურების სააგენტომ ფორუმზე, შემდგომი აქტიური თანამშრომლობისათვის, მემორანდუმი გააფორმა ორ დამსაქმებელთან: სოციალურ საწარმო „კოდალასთან“ და ავეჯის მწარმოებელ კლასტერ „ხელოსანთა ქალაქთან“.

ssageorgia

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …