მთავარი » სოციალური » შრომა » დასაქმების ფორუმი “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” ერთად
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისათვის, ახალი პროექტი დაიწყო.

დასაქმების ფორუმი “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” ერთად

დღეს ტექნოპარკში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნიკური სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ინიციატივით დასაქმების ფორუმში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოც ჩაერთო.

სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფორუმში სოციალური მომსახურების სააგენტო აქტიურად მონაწილეობს. სააგენტოს ამოცანაა, სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

სააგენტოს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოსაზიდი აქტუალური პროფესიების ჩამონათვალი, მათი ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოაწოდა.

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ 18 ათასამდე სამუშაოს მაძიებელს დაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება ფორუმთან დაკავშირებით და აქტუალური პროფესიების ჩამონათვალი, რის მიხედვითაც მოხდება კადრების მოზიდვა და შერჩევა.

1 ივლისიდან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისათვის, ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებული ტალანტების, ინოვაციური იდეების მქონე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტების და მაგისტრანტების მოზიდვა. 

ღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება: 1 ივლისს – დასაქმების ფორუმი, 2 ივლისს – კრეათონი, 4 ივლისი – საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

კრეათონის პროცესში შექმნილ საუკეთესო პროექტებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის წევრები, GWP-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები და საგანგებოდ მოწვეული დარგის სპეციალისტები იქნებიან.

დასაქმების ფორუმისა და კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, სამთვიანი სტაჟირების პროგრამას გაივლიან.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …