დასაქმება საქართველოში პრობლემა, რომ არის ამას ალბათ განსაკუთრებული განხილვა და მტკიცება არ სჭირდება, საზოგადოებრივი კვლევის შედეგებიც ამას ცალსახად ადატურებს და მოსახლეობის პირველადი პრობლემების ჩამონათვალში ეს გამოკითხულთა მხრიდან ერთერთ დასახელებული პრობლემაა დასაქმება.
დამსაქმებელი ძირითადად კერძო სექტორი უნდა იყოს, სახელმწიფორ როლი ამ საკითხში სწორედ ის არის, რომ ხელი შეუწყოს რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. თუცა მაშინ როცა პრობლემა ასე მასშტაბურია, ის რაც საქართველოში ხდება, თავისმხრივ ხელისუფლება ცდილობს რომ კონკრეტული ღონისძიებებით შუამავლის როლი შეითავსოს.
სოციალური მომსახურების სააგენტო 16 დეკემბერს დასაქმების ფორუმს აწყობს, რომელში მონაწილეობასაც 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელი მიიღებს და თავისმხრივ ისინი აქტიურ ვაკანსიებს წარადგენენ.