თანამშრომლობის რა ფორმატს სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტროში ახლადშექმნილი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ბიზნესს.
კომპანიების ინიციატივით, ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მსხვილ დამსაქმებლებს შრომის ინსპექტორების საქმიანობა და ზოგადი რეკომენდაციები გააცნო.
კომპანიები მზადყოფნას გამოთქვამენ ითანამშრომლონ შრომის ინსპექციასთან და გაითვალისიწინონ მისი რეკომენდაციები, რომელიც კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს დაეხმარება სამუშაო გარემო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოაწყონ.
Jandacvis Saministro