ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების საკითხს მედიცინის დოქტორი და იაშვილის კლინიკის კონსულტანტი დალი ლეჟავა გამოეხმურა:
“მოგეხსენებათ, ორიგინალი პრეპარატების შეძენა, დღევანდელ სოციალურ პირობებში, იშვიათი ფუფუნებაა. ამიტომ, ჩვენ აუცილებელია ჯენერიკებით ვისარგებლოთ. ვფიქრობ, ექიმის ვალდებულებაა, მეტ-ნაკლებად იცნობდეს იმ კომპანიებს, რომელთა პროდუქტიც შემოდის ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე. ეს ექიმის უშუალო მოვალეობაში არ შედის, მაგრამ სინდისიერი ექიმი უნდა ცდილობდეს ამას. უნდა მოიძიოს და თუნდაც მწარმოებელი კომპანიების იმიჯი და კომპეტენტურობა გადაამოწმოს.
პირადად ვიყენებ პრაქტიკაში ჯენერიკებს. როგორც ვთქვი, პაციენტების ერთ პროცენტსაც კი ვერ ვუნიშნავ ორიგინალ პრეპარატს მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. გარკვეული ჯგუფის ჯენერიკების მიმართ პრაქტიკიდან გამომდინარე გვიყალიბდება ნდობა. არის გარკვეული ჯენერიკები, რომლებიც არაჩვეულებრივად მუშაობენ და შესანიშნავი ეფექტური შედეგი აქვთ. მთავარია, ექიმი ტენდენციურად არ მიუდგეს საკითხს“.
რაც შეეხება მწარმოებელ ქვეყანას, ექიმი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს თუ მედიკამენტეს შესაბასი ხარსხის სერტიფიკატი გააჩნია და აკმაყოფილებს სტანდარტებს.
„მწარმოებელი ქვეყანა ხარისხს არ განსაზღვრავს, მართალია, ჩემთვის ნაკლებად ცობილია, მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიები, მაგრამ არსებობს დოკუმანტაცია, თუნდაც სერტიფიკატი, ომელსაც უკვე ვენდობი. მაგრამ მიდგომა, რომ ყველა ინდური მედიკამენტი უხარისხო და ცუდია, არასწორია. მედიკამნეტების ხარისხს უნდა აკონტროლებდეს მარეგულირებელი ორგანიზაცია, ეს სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს“, – განაცხადა დალი ლეჟავამ.