მთავარი » ახალი ამბები » დაავადებათა კონტროლის ცენტრი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტს მხარს უჭერს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის ირგვლივ, მისი მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე გაიმართა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტს მხარს უჭერს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის ირგვლივ, მისი მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე გაიმართა.

სამუშაო სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, კანონპროექტთა პაკეტის ცალკეული ნორმები მუხლობრივად წარმოადგინა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთა პროექტში ასახვაზე პირველი მოსმენის შემდეგ მიმდინარეობს მუშაობა.

გაფართოებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე გაიმართა, მონაწილეობა მონაწილეობა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც კანონპროექტის საერთაშორისო ექსპერტიზასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ექსპერტებმა კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები და მოსაზრებები წარმოადგინეს და სხვა ქვეყნების ანალოგიურ საკანონმდებლო გამოცდილებაზე ისაუბრეს.

თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ექსპერტებმა, ენდრიუ ვილიამ ბლეკმა და თამბაქოს მოხმარების პრევენციის ევროპული ქსელის (ENSP) წამყვანმა ექსპერტმა, დომინიკ გუიანგიმ კი კონკრეტული სადავო ნორმების ექსპერტიზა და არგუმენტაციას წარმოადგენეს.

კანონპროექტის მიმართ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სრული მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, თანამედროვე ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა და გამოწვევა ყველა ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის გაძლიერებაა.

„დიდი მადლობა ექსპერტებს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომლებიც ჩვენთან ჩამობრძანდნენ. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონს პარლამენტი მიიღებს ძალიან მცირე ჩასწორებებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრი, როგორც ამ კანონპროექტების პირველი ვერსიების ერთ-ერთი თანაავტორი, სრულად მხარს უჭერს კანონპროექტების იმ ვარიანტს, რაც არის წარმოდგენილი,“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

newposts.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …