ჯანდაცვის ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაშია დაგეგმილი.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებენ სახელმწიფო უწყებებთან და სამუშაო პროცესში, მიმდინარე საკითხების გადაჭრის გზების განხილვა უმეტესად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ხდება.
„5 აპრილს ასოციაციის წარმომადგენლების და მინისტრის მოადგილეების ილია ღუდუშაურის და თამარ გაბუნიას შორის სამუშაო შეხვედრის შემდეგ, გამოიკვეთა ძირითადი საკითხები, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მომდევნო 3,4 თვის განმავლობაში გეგმავს. კერძოდ:
ცვლილება სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტთა განაწილების პროცესში
მზადდება აპლიკაცია, რომლითაც გამჭვირვალედ უნდა იმართოს პაციენტის გადაყვანის პროცესი.
საავადმყოფოების დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების /DRG სისტემაზე გადასვლა მომდევნო 3 თვის მანძილზე, სამინისტრო გეგმავს DRG დაფინანსების მეთოდზე გადასვლას, შესაბამისად გაუქმდება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების EHR სისტემა.
კოვიდის ტარიფები
მუშავდება ტარიფები, რის მიხედვითაც, სამინისტრო, სამედიცინო დაწესებულებას, კოვიდ პაციენტისთვის გაწეულ მომსახურებას აუნაზღაურებს.
საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სპეციალური ელექტრონული პროგრამა ,,პორტალი” იქნება გახსნილი, თუმცა დაწესდება თანხის ზედა ზღვარი, რის ზევითაც არ აიტვირთება ესა თუ ის სერვისი.