მთავარი » ახალი ამბები » ჩვენი მთავრობის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა
მთავრობის მთავარი ღირებულება არის სწორედ ადამიანი. მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა აუცილებელია მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი.

ჩვენი მთავრობის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა

ჩვენი მთავრობის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე და მისი ჯანმრთელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” გუშინ განაცხადა, სადაც გლობალური კონფერენცია “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო” გაიმართა.

ღარიბაშვილის განმარტებით, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა.

“ჩვენი მთავრობის მთავარი ღირებულება არის სწორედ ადამიანი. მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ჩვენ უკვე არაერთი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი და უკეთესი ხარისხის. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა და დღეს ყველა მოქალაქე არის უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ჩაუყარა საფუძველი პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …