„ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით.
კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. ჰუმანითი-ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ფარმაცევტული კომპანა ჰუმანითი-ჯორჯიას დირექტორი ანდრეი კუზმა.
ირკვევა, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი-ჯორჯია ამბიციური გეგმებით შემოდის და არცთუ უსაფუძვლოდ,კომპანიის დირექტორის განცხადებით, კომპანია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.
კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის თავმჯდომარე ირინა ქაროსანიძე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას გამოეხმაურა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა:
„ზოგადად, ჯენერიკები უფრო იაფია დაშესაბამისად, ხელმისაწვდომიც. ზოგიერთი მათგანი კი უფრო ხარისხიანიც კია, ვიდრე ბრენდი.ცალსახად პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუ რომელი მედიკამენტია უფრო ხარისხიანი დახელისაწვდომი, ბრენდი თუ ჯენერიკი, რადგან ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუნდაც ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები, მწარმოებელი კომპანია და ასე შემდეგ. ყველა ნიუანსს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.ზოგადად, ხშირადაა ხოლმე შემთხვევა, როდესაც ახალი მედიკამენტი შემოდის ბაზარზე, ყველას მოსწონს და როდესაც პოპულარობას მოიპოვებს, მალევე მისი ხარისხი ეცემადა შედეგიანობაც აღარ აქვს.
ჩვენთან მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი არ ხდება, არ იზომებააქტიური ნივთიერება და შესაბამისად, საუბარი იმაზე, თუ ბრენდი ჯობია თუ ჯენერიკი, არ არისმნიშვნელოვანი. ამიტომ აუცილებელია მედიკამნეტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება. რაც შეეხებაფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას, მე არ ვიცნობ ჰუმანითი-ჯორჯიას გამოჩნეას, ეს მისასალმებელია. გაიზრდება კონკურენცია, რაც განაპირობებს ჯანსაღ კონკურენციას და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას“.