მთავარი » ახალი ამბები » ჩვენ უკვე გვყავს ადამიანები, რომლებმაც თითქმის ბოლომდე დაამარცხეს C ჰეპატიტი
ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება, ვინაიდან ჩვენ დავამარცხებთ ძალიან დიდ პრობლემას, ამ ვირუსს, რომელსაც ჰქვია C ჰეპატიტი

ჩვენ უკვე გვყავს ადამიანები, რომლებმაც თითქმის ბოლომდე დაამარცხეს C ჰეპატიტი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური კონფერენციის – „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ღარიბაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყება.

„აქვე მინდა შევეხო ძალიან წარმატებულ და უაღრესად მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა ამ უმძიმეს სენს და სწორედ ეს პროგრამა მიზნად ისახავს მის ბოლომდე აღმოფხვრას.

დღეს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და ჩვენ უკვე გვყავს ადამიანები, რომლებმაც თითქმის ბოლომდე დაამარცხეს ეს ვირუსი. პირველი ეტაპის შედეგად საშუალება გვაქვს, რომ წელსვე დავიწყოთ პროგრამის მეორე ეტაპი და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება, ვინაიდან ჩვენ დავამარცხებთ ძალიან დიდ პრობლემას, ამ ვირუსს, რომელსაც ჰქვია C ჰეპატიტი “,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოსა და მისი უწყების გუნდს მადლობა გადაუხადა.

„ეს წარმატება, რა თქმა უნდა, არის სწორი ჯანდაცვის პოლიტიკის შედეგი. მინდა აღვნიშნო ამ პროექტების წარმატებულად განხორციელებაში მინისტრის – სერგეენკოს როლი. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო და მის გუნდს, მთელ სამინისტროს, თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ პროექტების განხორციელებაში“,-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მათი ხელისუფლების მოსვლის პერიოდში მილიარდ ექვსასი მილიონი იყო, ხოლო მომავალ წელს სამი მილიარდ 200 მლნ იქნება.

info9.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …