არცერთ ქვეყანაში C ჰეპატიტთან დაკავშირებით არ არის ისე, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდეს მათ მთლიან მკურნალობას, თუმცა ამ საკითხის მოგვარება საქართველომ შეძლო,
– ამის შესახებ განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
როგორც სერგეენკომ განმარტა, სამინისტროს მიერ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელიც წარმატებულად ითვლება.
,,საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით ბევრი არაკეთილმოსურნე სხვადასხვა პროგნოზს აკეთებდა, თუმცა პროექტი დღესაც წარმატებით ხორციელდება. მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ ქვეყანაში C ჰეპატიტთან დაკავშირებით არ არის ისე, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდეს მათ მთლიან მკურნალობას, თუმცა ამ საკითხის მოგვარება საქართველომ შეძლო. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ მომავალში”, – განაცხადა სერგეენკომ.