მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჩინეთის დახმარებით, საქართველოში 2 ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება

ჩინეთის დახმარებით, საქართველოში 2 ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება

ჩინეთის სახელმწიფოს გრანტის ფარგლებში  იგეგმება 2 ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა და თბილისის 2 ფსიქიატრიული საავადმყოფოს  რეაბილიტაცია.

ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს განვითარების 10 წლიანი ხედვის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით,  ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სხვა საკითხებთან ერთად,  ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების გაძლიერებასაც მოიცავს.  მინისტრის განცხადებით, შემუშავდება  ახალი მოდელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული მოქალაქის ბიო-ფსიქო-სოციალურ საჭიროებებზე.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში 20-მდე კლინიკა უახლესი სტანდარტების შესაბამისად განახლდება. მოხდება სახელმწიფო კლინიკების სასწავლო ბაზებად ინტეგრირება, სახელმწიფო კლინიკების პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება და  შრომის ანაზღაურების სტანდარტიზება.

10 წლიანი გეგმის მიხედვით,  სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტებს შორისაა ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ეტაპობრივი გადასვლა. ციფრული ჯანდაცვა ზოგავს როგორც პაციენტის, ისე დაწესებულებისა და სახელმწიფოს რესურსებს.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …