მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » Check up – თოდუას კლინიკაში ჯანმრთელობის პროფილაქტიკის პროგრამით ასეულობით პაციენტმა ისარგებლა

Check up – თოდუას კლინიკაში ჯანმრთელობის პროფილაქტიკის პროგრამით ასეულობით პაციენტმა ისარგებლა

თოდუას კლინიკაში ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმების პროგრამით Check up-ით ასეულობით ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეები არიან.

კლინიკის წარმომადგენლის თამარ ეჯიბაძის განცხადებით, პროგრამის უპირატესობა ის არის, რომ ადამიანი დაავადების შესახებ ჯერ კიდევ სიმპტომების გამოვლენამდე იგებს, შედეგად, მარტივდება ამ დაავადების მართვა, გამოჯანმრთელება კი პაციენტისთვის სტრესის მიყენების გარეშე, მსუბუქი ჩარევით ხდება.

პროგრამით მოსარგებლის მსურველი კლინიკაში ერთი დღის განმავლობაში იკეთებს ყველა აუცილებელ ანალიზს, რომელიც ორგანიზმის ყველა სისტემას მოიცავს. მას პერსონალური მენეჯერი ეხმარება და ყველა სერვისს რიგის გარეშე, ცალკე ოთახში იღებს. ყველა ანალიზის პასუხი იმავე დღეს მოდის და ამ ანალიზების საფუძველზე, პაციენტს სპეციალისტი ესაუბრება, საჭიროების შემთხვევაში ენიშნება მკურნალობა, ან ეძლევა რეკომენდაციები ცხოვრების სტილის შეცვლის კუთხით.

„პაციენტთან ურთიერთობას ამ ვიზიტის შემდეგ არ ვასრულებთ და მას მომდევნო პერიოდში შევახსენებთ, რა ვადებში რა ანალიზები და კვლევა უნდა ჩაიტაროს. ხდება მკურნალობის დაგეგმვა,“ – აცხადებს თამარ ეჯიბაძე.

ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმების პროგრამა უკვე 2 წელზე მეტია, რაც თოდუას კლინიკაშია დანერგილი. პაკეტების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის, სქესის, გენეტიკური ფაქტორების, ცხოვრების სტილის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

საბაზისო პაკეტის ღირებულება 700 ლარია, არის 1000 ლარიანი და პრემიუმ პაკეტი, რომლის  ღირებულება 1500 ლარია,. მასში, სხვადასხვა ალანიზთან ერთად, შედის ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის კონსულტაცია, სპირომეტრია (გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევა), საძილე არტერიების დოპლეროგრაფია და სხვა.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …