ცე–ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის “ჰარვონის” შემოტანასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას კომპანია “გილიარდთან” ნოემბერში გააფორმებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, ამ დროისათვის სოფოსბუვირით 4 800 პაციენტი მკურნალობს. პროგრამის მეორე ეტაპზე კი “ჰარვონით” მკურნალობას ცე–ჰეპატიტით დაავადებული პაციენტებიც შეძლებენ, რომელსაც ღვიძლის პირველი და მეორე ხარისხის დაზიანებები აქვთ.