მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია სამედიცინო უნივერსიტეტში
სამედიცინო უნივერსიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია ჩატარდა. უახლოეს მომავალში სწრაფ ტესტს პეროსნალისა და სტუდენტებისთვის უნივერსიტეტი დააფინანსებს.

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ.

სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში განლაგებულ მოძრავ ამბულატორიებში C ჰეპატიტის ვირუსზე კვლევა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პირადად დაესწრო. მან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სკრინინგის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, სკრინინგის გარეშე პროექტი წარმატებული ვერ იქნება.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მიმდინარეობს და ამისთვის მნიშვნელოვანია, რამდენი ადამიანი ჩაიტარებს სკრინინგს. ამის გარეშე პროექტი ეფექტიანი ვერ იქნება. სკრინინგი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტში“ –

განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. ვალერი კვარაცხელიამ სხვა საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების ხელმღძვანელებსაც მიმართა და მოუწოდა, უზრუნველყონ თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის სკრინინგი C ჰეპატიტზე.  

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა. უახლოეს მომავალში კი სწრაფ ტესტს საკუთარი პეროსნალისა და სტუდენტებისთვის უნივერსიტეტი თავად დააფინანსებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთავაზობთ ჩვენს ყველა სტუდენტს, მაგისტრს, დოქტორანტს, რეზიდენტს, პროფესორს, ექიმს, მედპერსონალს და საერთოდ ყველას, სურვილისამებრ, უფასო გამოკვლევას, სწრაფ სკრინინგს C ჰეპატიტზე“ – განცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ.  

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სტუდენტებსაც შეხვდნენ. მათ მომავალ ექიმებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არსებული სიახლეებისა და დაავადების დამარცხების პროცესში დროული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

უფასო სკრინინგის აქცია 2015 წლიდან, C ჰეპატიტის ვირუსის დროული გამოვლენის, მკურნალობისა და სრული ელიმინაციის მიზნით დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …