მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » c ჰეპატიტის უფასო კვლევა გრძელდება
c ჰეპატიტის უფასო კვლევა გრძელდება. ქუთაისის მერიის ინიციატივით c ჰეპატიტის კვლევის პროგრამაში შშმ პირები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ჩაერთნენ.

c ჰეპატიტის უფასო კვლევა გრძელდება

c ჰეპატიტის უფასო კვლევა გრძელდება. ქუთაისის მერიის ინიციატივით c  ჰეპატიტის კვლევის პროგრამაში შშმ პირები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ჩაერთნენ. სოციალური სამსახურიის დახმარებით მოქალაქეები დღეს “მედიქალ სითიში” მივიდნენ და ჰეპატიტზე შემოწმება გაიარეს.

კლინიკაში იმყოფებოდა ქალაქის მერი. შოთა მურღულიას განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამისთვის გაცილებით მეტი ტანხა იქნება გათვალისწინებული.

“სახელმწიფო უპრეცენდენტო პროგრამას ანხორციელებს, რომელშიც ჩართულია  სამინისტრო, კლინიკები და თვითმმართველობები. დღეს ჩვენ პირველადი ტესტების ჩასატარებლად მოვიყვანეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სოციალურად დაუცველი ადამიანები.

წლევანდელ ბიუჯეტში სოციალურად დაუცველთათვის, რომელთაც c ჰეპატიტი აღმოაჩნდებათ მეორადი კვლევების ჩასატარებლად 40 000 ლარი გამოვყავით, შემდგომში თანხა გაიზრდება და არა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფს, არამედ ყველა ადამიანს აღმოვუჩენთ დახმარებას”,–განაცხადა შოთა მურღულიამ.

პროგრამის ფარგლებში რაიონებში ტესტირების უფასო ჩატარება ხდება, მოქალაქებს შესაძლებლობა აქვთ ანალიზი ჩაიტარონ. როგორც კლინიკაში აცხადებენ, კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადების მატარებელი დაახლოებით 50%–ია.

newpress.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …