C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფოსბუვირის“ დამატებითი 5000 ფლაკონი საქართველოშია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფომაციით, პრეპარატი ქვეყანაში ეტაპობრივად შემოდის. მისი განბაჟება ცოტა ხნის წინ მოხდა და განსაკუთრებულად დაცულ საცავში, შესაბამისი ნორმების დაცვით ინახება.
შეგახსენებთ, რომ მედიკამენტი კომპანია „გილიარდმა“ საქართლოს მოსახლეობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისათვის უფასოდ გადმოსცა. პროგრამის, პირველ ეტაპზე მკურნალობაში ერთვება ღვიძლის მე-3 და მე-4 ხარისხის დაზიანების პაციენტები. შემდეგ კი ეტაპობრივად C ჰეპატიტით დაავადებული ყველა პაციენტი.
დაავადებულმა პირებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ ფორმა 100 და ყველა საჭირო კვლევა, სადაც აღნიშნული იქნება დაავადების სიმძიმისა და ხასიათის შესახებ. პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართვ კრიტერიუმებს.
პრეპარატს C ჰეპატიტით დაავადებული პირები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ პაციენტებმა დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 შემდეგი კლინიკებიდან უნდა წარადგინონ: