მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში “კარდაკარის“ პრინციპით კვლევები დაიწყო
C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში "კარდაკარის“ პრინციპით კვლევები დაიწყო

C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში “კარდაკარის“ პრინციპით კვლევები დაიწყო

B და C ჰეპატიტების ციფრებისა და გენოტიპის დასაზუსტებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა “კარდაკარის” პრინციპით კვლევები დაიწყო.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, “კარდაკარის” პრინციპი C და B ჰეპატიტების საქართველოში გავრცელების შესწავლასთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებული პოპულაციური კვლევაა.

გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია B და C ჰეპატიტების გავრცელების ზუსტი ციფრები ვიცოდეთ. კვლევა 7 000 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული ადამიანის გამოკვლევას გულისხმობს.

“სპეციალურად დამუშავებული კითხვარით ჩვენი ინტერვიუერები ფლობოტომისტთან ერთად (ვინც ვენიდან იღებს სისხლს) მიდიან ამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ ოჯახებში, უხსნიან მათ კვლევის შესახებ, უსვამენ კითხვებს კითხვარიდან, უზომავენ წნევას, სიმაღლეს, წონას, უღებენ ვენიდან 10 მლ სისხლს, რომელიც B და C ჰეპატიტის მარკერებზე იქნება გამოკვლეული.

თუ დადებითი შედეგი აჩვენა, შემდეგ სისხლის გაღრმავებული კვლევა ხდება. ეს კვლევა ორშაბათს დაიწყო და სამ თვეს გაგრძელდება. აგვისტოს ბოლოსთვის ჩვენ უკვე B და C ჰეპატიტის საქართველოში გავრცელების მაჩვენებელი და მათი გენოტიპები გვეცოდინება“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

სახელმწიფოს პროექტი C ჰეპატიტის ელიმინაციის შესახებ დაავადების გამოვლენას და მათ მკურნალობას გულისხმობს. შექმნილია ახალი გენერაციის ანტივირუსული პრეპარატი, რომლის მკურნალობის შედეგადაც განკურნების ეფექტი 90%-ს სცილდება.

დაიწყო პროგრამის პირველი ფაზა და საქართველოს 5 000 ადამიანის სამკურნალო პრეპარატების „სოვალდის“ დოზა უფასოდ გადმოეცა.

გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც აღნიშნული პროგრამისთვის სწორედ საქართველო შეირჩა.

“საქართველო სხვადასხვა კრიტერიუმით შეირჩა. საქართველო სადემონსტრაციოდ კარგი, მაღალი გავრცელების ქვეყანაა. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით ძლიერი პოლიტიკური ნებაა, არსებობს ჰეპატიტის მკურნალობის კარგად გამართული სისტემა, კარგად მომზადებული ადამიანური რესურსები და ექიმები არიან. ასევე დადებითად შეფასდა ჩვენთან ლაბორატორიული ბაზა.

აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ საქართველო ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებისთვის სამოდელო ქვეყანა იყოს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ელიმინაციის პროგრამას 2 ფაზა აქვს, პირველი 2015 წლის სახელმწიფო პროგრამაა, მეორე ფაზა კი 5-წლიანი იქნება. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 ადამიანი იქნება, რომელსაც მკურნალობა დასჭირდება.

pia.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …