მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა – ჯანდაცვის მინისტრი
გადავედით მაღალი გენერაციის პრეპარატზე და გავზარდეთ პაციენტთა ნაკადი. აქამდე თუ შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში 3 000 პაციენტზე.

C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე C ჰეპატიტის პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა წარმატებით ხორციელდება და მას უკვე რეალური შედეგი აქვს.

სერგეენკოს თქმით, თუ თავიდან, თვეში, 800-მდე პაციენტს შეეძლო პროგრამით ესარგებლა, დღეს ეს რიცხვი 3000-მდეა გაზრდილი.

“შარშან, აპრილში დაიწყო პროგრამა. იმისთვის, რომ პროგრამა დაწყებულიყო, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო. ეს გახდა მთავარი წინაპირობა, რომლითაც დაიწყო. ჩვენ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. შარშან, აპრილიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, 12 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროგრამაში. 5 000-ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი.

12%-მა მიიღო სრული განკურნება. ამით გადავედით უფრო მაღალი გენერაციის პრეპარატზე და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტთა ნაკადი. აქამდე თუ შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში 3 000 პაციენტზე. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 ათასი პაციენტისათვის, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში ამ დაავადებითაა ინფიცირებული”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

pia.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …