თბილისი (GBC) – C ჰეპატიტის პროგრამამ საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მკვეთრი ცვლილებები შეიტანა.
„საქსტატის“ ცნობით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 % შეადგინა.
TOP-10-ში პირველ და მესამე ადგილებს კანადა და ირლანდია იკავებენ, რომლებთანაც სავაჭრო ბრუნვა მედიკამენტების იმპორტის გამო მკვეთრად გაზრდილია. კანადასთან ბრუნვა 1,829 მლრდ აშშ დოლარია, საიდანაც მედიკამენტებზე 1,78 მლრდ მოდის.
მეორე პოზიციაზეა თურქეთი – 1,140 მლრდ აშშ დოლარის ბრუნვით. მესამეზე ირლანდია 621 მილიონით, აქაც 615 მილიონი მედიკამენტების იმპორტია. ხუთეულშია რუსეთი 612 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი 552 მილიონით.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში 2,3 მილიარდი აშშ დოლარის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები შემოვიდა. ამ მედიკამენტებს ქვეყანა უფასოდ იღებს, თუმცა მისი ღირებულება სავაჭრო ბრუნვაში მაინც აისახება.
gbc.ge