მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის მკურნალობის შედეგად 285 პატიმარი განიკურნა
C ჰეპატიტის ანტივირისული მკურნალობის შედეგად 2014-2015 წლებში 285 პატიმარი განიკურნა, -აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს 3-წლიან ანგარიშში.

C ჰეპატიტის მკურნალობის შედეგად 285 პატიმარი განიკურნა

C ჰეპატიტის ანტივირისული მკურნალობის შედეგად 2014-2015 წლებში 285 პატიმარი განიკურნა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს 3-წლიან ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს წარადგინა.

სამინისტროს ცნობით, 2013 წლის ბოლოდან დაიწყო C ჰეპატიტის პრევენცია და სკრინინგი პენიტენციურ დაწესებულებაში, 2014 წლიდან კი ამოქმედდა C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, როგორც უწყებაში აცხადებენ, 2014 წელს სკრინინგი ჩაუტარდა 8 000 ბრალდებულს და მსჯავრდებულს, 2015 წელს – 3 158 ბრალდებულს და მსჯავრდებულს, 2014-15 წლებში კი ანტივირუსული მკურნალობის კურსში კომისიის გადაწყვეტილების შედეგად ჩაერთო 414 პაციენტი, მათგან მკურნალობა წარმატებით დაასრულა 285-მა პაციენტმა.

2015 წლის აგვისტოდან C ჰეპატიტზე მკურნალობა, სამინისტროს ცნობით, ახალი მედიკამენტით – “სოფოსბუვირით” გრძელდება.
C ჰეპატიტის პრევენციის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაში ამ ეტაპზე 15 მსჯავრდებულია ჩართული.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …