C ჰეპატიტის ანტივირისული მკურნალობის შედეგად 2014-2015 წლებში 285 პატიმარი განიკურნა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს 3-წლიან ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს წარადგინა.
სამინისტროს ცნობით, 2013 წლის ბოლოდან დაიწყო C ჰეპატიტის პრევენცია და სკრინინგი პენიტენციურ დაწესებულებაში, 2014 წლიდან კი ამოქმედდა C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, როგორც უწყებაში აცხადებენ, 2014 წელს სკრინინგი ჩაუტარდა 8 000 ბრალდებულს და მსჯავრდებულს, 2015 წელს – 3 158 ბრალდებულს და მსჯავრდებულს, 2014-15 წლებში კი ანტივირუსული მკურნალობის კურსში კომისიის გადაწყვეტილების შედეგად ჩაერთო 414 პაციენტი, მათგან მკურნალობა წარმატებით დაასრულა 285-მა პაციენტმა.
2015 წლის აგვისტოდან C ჰეპატიტზე მკურნალობა, სამინისტროს ცნობით, ახალი მედიკამენტით – “სოფოსბუვირით” გრძელდება.
C ჰეპატიტის პრევენციის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაში ამ ეტაპზე 15 მსჯავრდებულია ჩართული.