მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სამშენებლო ხარვეზები გამოსწორებულია
ზუგდიდის C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სამშენებლო ხარვეზები გამოსწორებულია.ადგილზე სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი.

C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სამშენებლო ხარვეზები გამოსწორებულია

ზუგდიდის C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სამშენებლო ხარვეზები გამოსწორებულია.

ადგილზე არსებულ მდგომარეობას დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ზუგდიდის ვიცე-მერ გია გულორდავასთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მოვალეობის შემსრულებელ ნუგზარ გაბელიასთან ერთად გაეცნო.

სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკრინინგისა და მართვის ცენტრი ახლომდებარე რაიონების მოსახლეობას მოემსახურება. ადგილზე სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ცენტრში სკრინინგი, პროგრამაში ჩასართავი კვლევები, მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი განხორციელდება. C ჰეპატიტის მართვის პირველი ცენტრი თბილისში ამოქმედდა.

ქვეყნის მასშტაბით მეორე ცენტრისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეირჩა.

ჰეპატიტის მართვის ახალაშენებული ცენტრი 27 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაათვალიერა და არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამშენებლო კომპანიას 10 დღის ვადა მისცა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …