მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის განკურნების ეფექტი სოფოსბუვირით 90-95% -ია
C ჰეპატიტის

C ჰეპატიტის განკურნების ეფექტი სოფოსბუვირით 90-95% -ია

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოში დაიწყო, ჯანდაცვის თვალსაზრისით უმიშვნელოვანესია. მსოფლიოში C ჰეპატიტით 180 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. ეს გახლავთ21-ე საუკუნის, გლობალური ჯანმრთელობის უზარმაზარი გამოწვევა.

საბედნიეროდ, ბოლო 3-4 წელიწადში C ჰეპატიტის მკურნალობაში ახალი გენერაციით სერიოზული გარღვევა მოხდა. შეიქნმა ე.წ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული სოფუსბუვირის მსგავსი პრეპარატები, რომლებმაც C ჰეპატიტისმკურნალობაში რევოლუციური გარღვევა მოახდინეს. განკურნების ეფექტი 90%-დან ხშირად 95%-სსცილდება” – ამის შესახებ „აიპრესთან“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

– რამდენი ბენეფიციარია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირებული და ჩართული?

– როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დღეისთვის 5000-მდე ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია, რომლებიც გამოკვლევებს გადიან, შემდეგ ეს მონაცემები იგზავნება სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში, სადაც ექსპერტები იხილავენ და გადაწყვეტილებას იღებენ მკურნალობის ჩართვასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე 1000-ზე მეტი ადამიანია ჩართული მკურნალობაში.

– საქართველოში რამდენი ადამიანია C ჰეპატიტით დაავადებული?

– ჯერჯერობით, ერთადრთი დასაყრდენი მონაცემი არსებობს, 2001- 2002 წელს მხოლოდ თბილისში ჩატარდა კვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 6,7 %-ში იყო რელევანტობა, ანუ გავრცელება. ამის შემდეგ ასეთი მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა.

მაისში დავიწყეთ დიდი კვლევა, რომელიც 3 თვეში, ანუ აგვისტოს შუა რიცხვებში დამთავრდება. ყველა რეგიონში 7000-მდე ადამიანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკვლევა. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 3000-ზე მეტი ადამიანია გამოკვლეული. გამოკითხვა სპეციალური კითხვარით ხდება. შემდეგ ხდება სისხლის კვლევა C და B ჰეპატიტის ვირუსებზე. ეს მონაცემები შეჯამდება აგვისტოს შუა რიცხვებში.

– რამდენი კლინიკაა ჩარული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და რამდენად მაღალია საზოგადოების აქტივობა?

– აქტიურობა საკმაოდ მაღალია. იცით რომ, ჯერ დაიწყო რეგისტრაცია, აპრილის ბოლოს კი თბილისის 4 სტაციონარში მკურნალობა. დღეს უკვე პროგრამაში ჩართულია ქუთაისის 2 კლინიკა, ბათუმი, ზუგდიდი.

პირველ ეტაპზე არის გარკვეული შეზღუდვა, მკურნალობაში ერთვება ღვიძლის მე-3 და მე-4 ხარისხის დაზიანების პაციენტები, ანუ მძიმე პაციენტები. შემდეგ კი ეტაპობრივად ყველა ჩაერთვება. საკმოდ ინტენსიურია მიმართვა თბილისში ლოკალიზებული დაწესებულებებისადმი. იმედია, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ჩართვის შემდეგ დედაქალაქი უფრო განიტვირთება.

– როდის იქნება პირველი შედეგები?

– სამთვიანი მკურნალობის პირველი შედეგები აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება.
– იყო საუბარი იმაზე, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის მკურნალობაში ჩართული ბენეფიციარებისთვის არ იყო საკმარისი პრეპერატი. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია?

– პრეპარატი საკმარისია. იცით რომ ხელმოწერილია ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და გილიადს შორის. პრეპარატის პირველი პარტია შემოსულია საქართველოში. მეორე შემოვა აგვისტოში, პრეპარატი შემოვა თანდათანობით. წელს განსაზღვრული იყო 5 000 ადამიანის მკურნალობა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ უფრო მეტი იქნება. შემდეგ კი ყოველწლიურად 20-20 ათასი ადამიანის მკურნალობაა დაგეგმილი.

– C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით შეძლებენ თუ არა სარგებლობას ოკუპირებული ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები?

– პროგრამაში წერია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალქისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ხელმისაწვდომია. მათ შორის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის. ამიტომ, ზუგდიდში გაიხსნა სამკურნალო სახლი.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და საქართველოში მიიღებენ მკურნალობას, არავითარი პრობლემა არ იქნება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვახტანგ კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, შესაბამისი კომისია მუშაობს ამ საკითხზე. ისინი აყალიბებენ სპეციალურ კრიტერიუმებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა როგორ მიიღონ ეს სარგებელი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვით.

ეს პროგრამა ღიაა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის.

– არსებობს მაგალითი სხვა ქვენების, სადაც ასეთი ტიპის ვირუსული დაავადება აღმოიფხვრა?

– C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ძალიან დიდი იმედებია. ამიტომაც შემოდის ხმარებაში სიტყვა ელიმინაცია. დღემდე სრულად ელიმინირებულია, ანუ სრულად აღმოფხვრილია მხოლოდ ერთი დაავადება, ეს არის ყვავილი, რომელიც იმართებოდა ვაქცინით.

ახლა რიგში დგას პოლიომელიტი, რომელიც მხოლოდ 3 ქვეყანაშია დარჩენილი. ესეც ვაქცინებით მართვადი დავადებაა და იმედია 4-5 წელიწადში აღმოიფხვრება. ჩრდილოეთ ამერიკაში სრულად აღმოფხვრილია წითელა და წითურა. ევროპა 2020 წლამდე ფიქრობს წითურას აღმოფხვრას, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ვაქცინების საშუალებით.

ამ პროექტებს აქვს ძალინ დიდი დატვირთვა. საქართველო ამ მხრივ ლიდერ ქვეყნად გამოიკვეთა. ჩვენ შეიძლება გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციას მოახდენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.

ipress.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …