მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, წელიწადში 20 000 პაციენტის მკურნალობა იგეგმება
ჩვენი თხოვნა იყო ვიდრე წელიწადში 20 000 პაციენტის მკურნალობა დაიწყებოდა, გვემკურნალა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მძიმე ფორმებში ჰქონდა დაავადება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, წელიწადში 20 000 პაციენტის მკურნალობა იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი რეალურად დაწყებულია მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ალბათ იანვარში მოეწერება ხელი.

როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საზოგადოების მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ხშირად შეკითხვა ისმებოდა, თუ როდის დაიწყებოდა პროგრამის მეორე ეტაპი.

“ახალ პროექტს სავარაუდოდ იანვარში მოვაწერთ ხელს, მაგრამ ჩატარებული პირველი 5 000 პაციენტის მკურნალობა იმდენად გამჭვირვალე და ეფექტური იყო, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროექტი უწყვეტად განხორციელებულიყო და დღეის მდგომარეობით არა 5000, არამედ 6300 ადამიანია ჩართული პროგრამაში. “ძალიან მალე შემოვა კიდევ ახალი პრეპარატი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას და კიდევ უფრო შეამცირებს გვერდით მოვლენებს”, – განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა და საზოგადოებას სთხოვა, რომ C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხება არ ნიშნავს იმას, რომ ყოფილმა პაციენტებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი არ დაიცვან და მეორე, ყველას მოუწოდა ჩაერთონ სკრინინგის აღმოჩენის თავისუფალი მიწვდომადობის პროგრამაში.

“უამრავი ადამიანია, ვინც არც კი იცის, რომ აღნიშნული დაავადება აქვს. ყველას ვთხოვთ ამ სკრინინგში ჩაერთონ. მადლობა ყველა ადამიანს, იმ დაწესებულებას, ორგანიზაციას, რომლის დამსახურებაც არის ამ მართლაც გამორჩეული პროექტის წარმატება”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კითხვაზე, რამდენი ადამიანის მკურნალობა იგეგმება მომავალ წელს, მინისტრმა აღნიშნა, რომ საწყისი დიზაინი, რომელიც თავიდანვე არსებობდა, ახლაც ძალაშია, ანუ მოიაზრება, რომ წელიწადში აღნიშნული პროექტი გათვლილია 20 000 პაციენტის მკურნალობაზე.

“ჩვენი თხოვნა იყო, რომ ვიდრე საკუთრივ წელიწადში 20 000 პაციენტის მკურნალობა დაიწყებოდა, გვემკურნალა იმ ჯგუფის ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მძიმე ფორმებში ჰქონდა დაავადება და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანების ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა რომ არა ეს პროგრამა”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, წელიწადში 20 000 ადამიანის მკურნალობა გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს იმას, რისი მიღებაც მას სჭირდება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …