მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით უახლოეს წლებში 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით უახლოეს წლებში 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ უახლოეს წლებში, დაახლოებით 200 000 მოქალაქე განიკურნება C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში.

შესაბამისი განცხადება პრემიერმა სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა.

„ეს პროგრამა უნიკალურია მსოფლიოში, ვინაიდან არც ერთი სხვა ქვეყანა არ ზრუნავს ისე, როგორც ჩვენ საქართველოში ვზრუნავთ. მე მინდა დავაკონკრეტო, რომ ჩვენი ქვეყანა არის უნიკალური, ვინაიდან ჩვენ გვაქვს აღნიშნული პროგრამა და რაც მთავარია, ეს არის აბსოლუტურად უფასო.

თითოეული პაციენტის მკურნალობის ხარჯი დაახლოებით 85 000 დოლარს შეადგენს. ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვუმკურნალოთ უფასოდ და ჯამში ვვარაუდობთ, რომ უახლოეს წლებში 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ და ეს სრულიად უფასოდ მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეების მკურნალობის დაფინანსება დაახლოებით 2 მილიარდს შეადგენს.

livepress.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …