მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველ ეტაპს დღეს შეაჯამებენ
დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველ ეტაპს შეაჯამებენ, მეორე ეტაპის დაწყებასა და პროგრამაში ახალი თაობის პრეპარატ ,,ჰარვონის" ჩართვაზე ისაუბრებენ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველ ეტაპს დღეს შეაჯამებენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლი პირები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველ ეტაპს შეაჯამებენ, მეორე ეტაპის დაწყებასა და პროგრამაში ახალი თაობის პრეპარატ ,,ჰარვონის” ჩართვაზე ისაუბრებენ.

პრესკონფერენცია დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება.

მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაიწო С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის შემდგომი ეტაპი, რითაც მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა, უფასოდ ჩაეტარებინათ ტესტირება C ჰეპატიტზე და ასევე, გლობალური ფონდის ხელშეწყობით აქციის ფარგლებში, უფასო სკრინინგი აივ ინფექცია/შიდსზე. C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში ნებაყოფლობითი სკრინინგის შედეგები ასეთია:

2015 წლის ნოემბრიდან დაიწყო 50 000 ადამიანის ნებაყოფლობითი სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით და დეკემბრის მონაცემებით სულ გამოკვლეულია 11 124 ადამიანი;

C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან (28 ივლისი) დაგეგმილი აქციების ფარგლებში ტესტირება ჩაუტარდა 12 997 პიროვნებას;

2015 წელს თბილისის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ ჩატარდა 10 936 ადამიანის სკრინინგი;

2014-2015 წელს ტესტირება ჩაუტარდა 12 000 პატიმარს.

ნებაყოფლობითი სკრინინგის ფარგლებში განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონები, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობით _ თბილისი. ნებაყოფლობითი უფასო სკრინინგი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გრძელდება.

interpressnews.ge

მაესტრო საქმიანი დილა

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …