მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

,,რედისონ ბლუ ივერიაში” მიმდინარე კონფერენციაზე საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა მრჩეველთა ჯგუფმა განიხილა გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს. კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს პირველი ეტაპის შედეგებზე.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტროს, დავით სერგეენკოს თქმით, დაავადების ყველაზე რთული ფორმების მქონე 600-ზე მეტმა პაციენტმა უკვე გაიარა მკურნალობის კურსი, ამ ეტაპზე 5000-მდე პაციენტი მკურნალობა, ხოლო C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება.

,,საკითხები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე იქნა განხილული, უმნიშვნელოვანესია პროექტის სწორად დასაგეგმად. კერძოდ, ჩვენ დღეს განვიხილეთ პირველი ნაწილი იმ კვლევის, რომელიც ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით და რომელმაც სამწუხაროდ დაადასტურა, რომ ავადობა ძალიან მაღალი არის.

აქ ესწრებიან ტექნიკური ექსპერტები, ეპიდომიოლოგები, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ ამ მონაცემების დაზუსტებული ექსპერტიზა გავაკეთოთ“, -განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს.

კონფერენციას ასევე ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში. იან კელიმ პროგრამის განხორციელებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის წვლილს გაუსვა ხაზი.

,,შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის თანამშრომლობის გარეშე. მინდა აღვნიშნო ამ პროცესში პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის და ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს წვლილი“, – განაცხადა იან კელიმ.

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 6 თვეა ხორციელდება და მკურნალობის პროცესში ათასზე მეტი ადამიანია ჩართული. ჯანდაცვის სამინსიტროს განცხადებით, უწყების მიზანია წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ათას ადამიანს უმკურნალონ. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაავადება 200 000-მდე ადამიანს დაუდგინდა.

medianews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …